Абессалом Лория
დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი; 1952 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. სწავლის პერიოდში იყო ინსტიტუტის ჯაზ-ორკესტრის კონფერანსიე, საკონცერტო პროგრამების ავტორი და მონაწილე. კინოში იღებენ 1955 წლიდან, უპირატესად ეპიზოდურ, სახასიათო როლებში. მონაწილეობდა ფილმებში: ორი მსახიობი (1955, ფილმი დაკარგულია); განაჩენი (1959); წარსული ზაფხული (1959, დამსვენებელი); უდიპლომო სასიძო (1961); პიერი მილიციის თანამშრომელი (1965, დალაქი); არ დაიდარდო (1968, აფთიაქარი); ბზიანეთი (1971); გათენების წინ (1971); გლადიატორი (1972); მშვიდობით ინესა (1972, მოკარნახე); მთლად წყალწაღებული (1972, ალვარესი); მხიარული რომანი (1972); ცოტნე დადიანი (1972, მსახური); ვერის უბნის მელოდიები (1973, იაშკა); ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974, მღვდელი); მინდვრის ყვავილი (1974); გამინაწილე სითბო (1975); პეტკა ხომ არ გინახავთ? (დოვჟენკოს სახ. კინოსტუდია, 1975, მექანიკოსი); ესკულაპეს მოწაფე (1977); მიმინო (1977, რადისტი); სინემა (1977); ყვარყვარე (1978, გამომძიებელი); გახლეჩილი ცა (დოვჟენკოს სახ. კინოსტუდია, 1979); თეირან-43 (საბჭოთა კავშირი/შვეიცარია/საფრანგეთი, 1980); მოხუცი მემანქანე (1981); სპორტლოტო-82 (რუსეთი, 1982, მყიდველი ბაზარში); ადამიანთა სევდა (1985, აპარეკა); ხსოვნა (1989, ტარიკო); გაჭედილები (2000-2002) და სხვ.
- ಜನಪ್ರಿಯತೆ : 0.961
- ಹೆಸರುವಾಸಿಯಾಗಿದೆ : Acting
- ಜನ್ಮದಿನ : 1922-04-22
- ಹುಟ್ಟಿದ ಸ್ಥಳ : Tiflis, Georgian SSR, Transcaucasian SFSR, USSR