ოთარ მეღვინეთუხუცესი
ოთარ მეღვინეთუხუცესი (დ. 16 იანვარი, 1932, თბილისი — გ. 9 მაისი, 2013, იქვე[1]) — ქართველი მსახიობი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), ორგზის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981, 2001), ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის ლაურეატი (1991). დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1954 წელს. 1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი(ნაზიმ ჰიქმეთი, "ლეგენდა სიყვარულზე"), გიჟი რევაზი(ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი?!"), ქარიყლაპია(ვალერიან კანდელაკი, "მაია წყნეთელი"), ჩონთა(ვაჟა-ფშაველა "მოკვეთილი"), ლორდ ლეველი(უილიამ შექსპირი, "რიჩარდ მესამე"), ოიდიპოსი(სოფოკლე, "ოიდიპოს მეფე"), რომულუს ავგუსტუსი(ფრიდრიხ დიურენმატი, "რომულუს დიდი") ოტელო(უილიამ შექსპირი "ოტელო") და სხვ.; რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო(ედუარდ როსტანი, "სირანო დე ბერჟერაკი"), ნიკოლოზ პირველი(ვადიმ კოროსტილევი "ასის წლის შემდეგ"), სატინი(მაქსიმ გორკი, "ფსკერზე") და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი(ჟან ანუი "ანტიგონე", რეჟ.: თემურ ჩხეიძე); შესრულებული აქვს 20-მდე კინო როლი: ჯამბულატი("ფატიმა" ), გიგა ბეთანელი("კეთილი ადამიანები"), ჯოყოლა("ვედრება"), მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), არზაყანი("მთვარის მოტაცება"), ელიოზი("ნატვრის ხე") , დათა("დათა თუთაშხია"), ისიდორე("თეთრი ბაირაღები") და სხვ.
- ಜನಪ್ರಿಯತೆ : 1.097
- ಹೆಸರುವಾಸಿಯಾಗಿದೆ : Acting
- ಜನ್ಮದಿನ : 1932-01-16
- ಹುಟ್ಟಿದ ಸ್ಥಳ : Tiflis, Georgian SSR, TSFSR, USSR